- პროექტის სახელწოდება: ქართველი 60-იანელები და მათი მოღვაწეობის არეალი მაშინ და დღეს.
- პროექტის მთავარი იდეა: 60-იანელთა და მათ თანამოაზრეთა ბიოგრაფიის გაცნობა, მათი მრავალმხრივი ღვაწლის შეფასება ერის სულიერ აღორძინებაში (თვითმყოფადობის შენარჩუნებაში).
- პროექტის აქტუალობა: მოსწავლე-ახალგაზრდობა თითქოს ითავისებს, მაგრამ ღრმად(სათანადოდ) ვერ აცნობიერებს მათი შემოქმედებითი თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის არსს.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები სკოლის მერხიდანვე შეიცნობენ თავიაანთ მოვალეობებს, განსაკუთრებით განათლების აუცილებლობას, გაითავისებენ 60-იანელთა სამოქმედო პროგრამას (ენა, მამული, სარწმუნოება, განათლება, თეატრი, პრესა,ქართული ბანკი) და მის შედეგებს მაშინ და დღეს ეროვნული და სოციალური პრობლემების გადაჭრის საქმეში; განივითარებენ კვლევის, დაკვირვების, ანალიზის, შეფასების უნარებს.
- მონაწილეთა ასაკი: IX -XII კლასები.
- ვადები/ხანგრძლივობა: ექვსი კვირა. .
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: სლაიდ-შოუები, სტენდები, ხელნაწერი გაზეთი "ივერია"-მარტყოფი დღეს (სათანადო ფოტო-მასალით).
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ციფრული ფოტო-აპარატი, ფორმატები, ფლომასტერები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად შემდეგი თემების მიხედვით: ა) მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით: ქართული პრესა და სამოციანელები; სამოციანელები და გაზეთი ივერია; 60-იანელები და ქართული თეატრი; 60-იანელები და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება; 60-იანელები და და ქართული სათავადაზნაურო ბანკის დაარსება. მასალების საშუალებით მოსწავლეები შექმნიან ელექტრონულ პრეზენტაციას, მოამზადებენ ხელნაწერ კედლის გაზეთს სანათადო ფოტო მასალით და ინტერვიუებით. მოსწავლეები სასკოლო კონფერენციაზე წარადგენენ შექმნილ ელექტრონულ პრეზენტაციას და ხელნაწერ კედლის გაზეთს სანათადო ფოტო მასალით და ინტერვიუებით. დამსწრეთაგან მოისმენენ წარმოდგენილ თემასთან დაკავშირებით შეფასებებსა და შენიშვნებს.
- საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან) კავშირი:
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ გუგუნაშვილი
- ხელმძღვანელის ელფოსტა: tamarigugunashvili@gmail.com
- პროეფტის ვებგვერდი/ბლოგი/: http://tamarigugunashvili.blogspot.com/
Friday, May 27, 2016
პროექტი "ქართველი 60-იანელები და მათი მოღვაწეობის არეალი მაშინ და დღეს"
Subscribe to:
Posts (Atom)